ანსუ ფატი
Aa
Aa

ოფიციალურად - ანსუ ფატი მონაკოს ფეხბურთელია

„ბარსელონას“ გარემარბი ანსუ ფატი „მონაკოს“ შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ „მონაკოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

22 წლის ფატი „მონაკოში“ იჯარის წესით ითამაშებს და კლუბს მისი 11 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც ექნება. პოლ პოგბასა და ერიკ დაიერის შემდეგ ანსუ ფატი მონეგასკების მესამე შენაძენი იქნება - ახალგაზრდა ესპანელი „მონაკოში“ 31-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ „მონაკოში“ გადასვლამდე ფატიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ ფატი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, 2019 წლიდან „ბლაუგრანას“ პირველ გუნდში თამაშობს, 2023-2024 წლების სეზონი კი იჯარით „ბრაიტონში“ გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვიდგოლიანი დრამა | ალ-ჰილალმა მანჩესტერ სიტი დაამარცხა
შვიდგოლიანი დრამა | ალ-ჰილალმა მანჩესტერ სიტი დაამარცხა