ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

თოფურიას ბრძოლა მაყურებელთა რაოდენობით რეალის მატჩებს გაუტოლდა

ESPN MMA-ს ცნობით, UFC 317-ზე ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის გამართული ბრძოლა, რომელიც ქარდის მთავარი მოვლენა გახლდათ, ტრანსლირების გაყიდვებით ანუ მაყურებელთა რაოდენობით ესპანეთში მადრიდის „რეალის“ მატჩს გაუტოლდა.

„სამეფო კლუბი“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კლუბია. მათ ინსტაგრამის გვერდზე 176 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ, რაც საფეხბურთო კლუბებს შორის რეკორდია.

იმავეს წერს TNT Sports-იც, რომლის ცნობითაც, „ელ მატადორის“ ჩხუბის მიმართ ინტერესმა მადრიდის „რეალის“ დონე დადო და ესპანეთში იმავე რაოდენობის ინტერესი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ თოფურია ოლივეირას ჩხუბის დროს ესპანეთში დილის 06:00 იყო.

ამის შესახებ ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე ილიასაც აცნობეს. როგორც Marca წერს „ელ მატადორმა“ ამ ფაქტზე მოკლე კომენტარი გააკეთა: ძალიან ვამაყობ და აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგი ფაქტია“.

ასევე აღსანიშნავია, რომ თოფურია ოლივეირას ბრძოლას UFC-ის იუთუბ არხზე სარეკორდო 11 მილიონიანი ნახვა აქვს (იგულისხმება მხოლოდ ერთი კონკრეტული ბრძოლის ვიდეო). ამ შედეგმა 1 წლის წინანდელი ჰოლოუეი გეიჯის ვიდეოს რეკორდი მოხსნა, რომელსაც 9 მილიონი ნახვა ჰქონდა, თუმცა „მატადორის“ ვიდეოს ეს შედეგი ერთ დღეში აქვს, მაქსის ვიდეოს კი ერთ წელში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე მეტად ის იმსახურებს“ - დვალიშვილმა სასურველი მეტოქე დაასახელა
„ყველაზე მეტად ის იმსახურებს“ - დვალიშვილმა სასურველი მეტოქე დაასახელა