ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ისლამ მახაჩევს გადაუსწრო | ილია თოფურია UFC-ის P4P რეიტინგში პირველია

ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. UFC 317-ის მთავარ მოვლენაში, „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და „დუ ბრონქსი“ პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

UFC 317-ის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულმა საბრძოლო ორგანიზაციამ საკუთარი Pound for Pound რეიტინგი (ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები, წონების განურჩევლად) განაახლა. თოფურია მესამე ადგილზე იმყოფებოდა და ოლივეირას დამარცხების შემდეგ, პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. ილიამ ისლამ მახაჩევის 602-დღიანი დომინაცია დაასრულა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი ქართველია!

„ელ მატადორის“ წინსვლის შემდეგ, მახაჩევმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მერაბ დვალიშვილი კი მესამეა. მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ალეშანდრე პანტოჟას. „კანიბალი“ როგორც იქნა, ტოპ 5-ში შევიდა და მეხუთე პოზიციას იკავებს, დრიკუს დუ პლესი - მეოთხეა.

რაც შეეხება ტოპ 15-ის დარჩენილ წევრებს, ასეთი მდგომარეობა გვაქვს: ალექსანდრ ვოლკანოვსკი (მეექვსე), მაგომედ ანკალაევი (მეშვიდე), ჯეკ დელა მადალენა (მერვე), ტომ ასპინალი (მეცხრე), ალექს პერეირა (მეათე), მაქს ჰოლოუეი (მეთერთმეტე), ბელალ მუჰამედი (მეთორმეტე), არმან ცარუკიანი (მეცამეტე), ხამზატ ჩიმაევი (მეთოთხმეტე), ჩარლზ ოლივეირა (მეთხუთმეტე).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიდან რომ დაიმატეს, ყველაზე მაგარი ფეხბურთელია“ - მაკ ალისტერი სენ-ჟერმენზე
„ნაპოლიდან რომ დაიმატეს, ყველაზე მაგარი ფეხბურთელია“ - მაკ ალისტერი სენ-ჟერმენზე