“უზომოდ ამაყი ვარ“ - ბასილაშვილი მუზეტის დამარცხების შემდეგ
უიმბლდონის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგის მე-7 ნომერს, ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა და ოთხ სეტში – 6:2, 4:6, 7:5, 6:1 – დაამარცხა. მატჩი 2 საათი და 27 წუთი გაგრძელდა.
თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა:
ბასილაშვილი:
„ამ თამაშით და გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ – განსაკუთრებით ლორენცოს დამარცხებით. აქ ჩემთვის განსაკუთრებით რთული სათამაშო პირობებია. ასეთ სიცხეში თამაში საშინელებაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბედნიერი ვარ.
შეცდომა ორმაგი სეტ პოინტის დროს? გულწრფელად გეტყვით, ეს ქულა არ მახსოვს. ისეთი სიცხეა, რომ ფოკუსირება მიჭირს. ფიზიკურად ძალიან რთული მატჩი იყო. ამ ყველაფერზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ გამარჯვებით უზომოდ ბედნიერი ვარ.
დიახ, მე მე-16 ნომერი ვიყავი და ტიტულებიც მოვიგე. შემდეგ ტრავმები დაიწყო და პრობლემებიც გაჩნდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ასაკში მსგავსი რამ შევძელი.“
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში კიდევ ერთ იტალიელ ჩოგბურთელს, ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 47-ე ადგილს იკავებს.