ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პარი სენ-ჟერმენის მეტოქე გაირკვა | ბაიერნმა ფლამენგო დაამარცხა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. „რეკორდმაისტერი“ მერვედფინალში „ფლამენგოს“ შეხვდა და ბრაზილიური კლუბი 4:2 დაამარცხა.

შეხვედრა „ბაიერნისთვის“ შესანიშნავად დაიწყო - ერიკ პულგარის ავტოგოლისა და ჰარი კეინის გოლის წყალობით, მიუნხენელები მე-10 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდნენ. 33-ე წუთზე, „ფლამენგომ“ ჟერსონის გოლით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა, ლეონ გორეცკამ 41-ე წუთზე გაიტანა და „ბაიერნმა“ პირველი ტაიმი 3:1 მოიგო.

მეორე ნახევარში ორი გოლი გავიდა. 55-ე წუთზე გერმანელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ჟორჟინიომ ზუსტად შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი ჰარი კეინმა დააფიქსირა - 4:2.

ცნობისთვის, „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მეოთხედფინალური დაპირისპირება 5 ივლისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება და შეხვედრას ატლანტაში მდებარე „მერსედეს-ბენც სთედიუმი“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა მესის წინააღმდეგ - პსჟ-მა ინტერ მაიამი გაანადგურა
კვარა მესის წინააღმდეგ - პსჟ-მა ინტერ მაიამი გაანადგურა