ემპოლი, სასუოლო, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძისთვის ბრძოლაში სასუოლო დაწინაურდა - იტალიური მედია

„ემპოლის“ ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძისთვის ბრძოლაში „სასუოლო“ დაწინაურდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Tirreno წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლუკა მარიანუჩის, ჯაკოპო ფაცინის და ტინო ანჯორინის შემდეგ „ემპოლის“ გოგლიჩიძეც დატოვებს.

„ქართველი მცველი, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა, რამდენიმე კლუბის რადარზეა. საუბარია არა გრანდებზე, არამედ ისეთ კლუბებზე, სადაც გოგლიჩიძემ ძირითად შემადგენლობაში შეიძლება ითამაშოს.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ახლოს საბას გადაბირებასთან „უდინეზე“ იყო, თუმცა, ახლა ქართველისთვის ბრძოლაში „სასუოლო“ დაწინაურდა. „ნეროვერდი“ სერია ა-ში დაბრუნდა და ახალ სეზონში, არა ელიტაში დარჩენა, არამედ უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა სურს.

გოგლიჩიძეს ეს პროექტი მოსწონს და უახლოეს დღეებში ამ თემაზე მეტი ინფორმაცია იქნება. მეტიც, „ემპოლიში“ შესაძლოა „სასუოლოს“ რომელიმე ფეხბურთელი გადავიდეს, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო დააჩქარებს“.

Transfermarkt-ის მონაცემებით, გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური კლუბის რადარებზეა | გიორგი გაგუას მალაგა აკვირდება
ესპანური კლუბის რადარებზეა | გიორგი გაგუას მალაგა აკვირდება