„ეს შესაძლოა, კატასტროფული იყოს“ - გუარდიოლას მომავალი აშინებს
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ დატვირთულ კალენდარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი გრაფიკით თამაში შეუძლებელია. პეპი შიშობს, რომ მომდევნო სეზონის შუაპერიოდში შესაძლოა, გუნდები კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
რას ამბობს გუარდიოლა:
„მატჩიდან მატჩამდე, თვიდან თვემდე ყველაფერს ვნახავთ. და შესაძლოა, ნოემბერში, დეკემბერში ან იანვარში კატასტროფა მოხდეს, დაღლილობა ყველაზე მკვეთრად სწორედ ამ პერიოდში იჩენს თავს. მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს გაანადგურებს“.
„ეს სიტუაცია მწვრთნელისთვის იდეალური არ არის. მინდა თუ არა მომავალი სეზონის მოსამზადებლად ორი თვე მქონდეს? დიახ. მინდა დავისვენო და მომავალ სეზონს განახლებული ძალებით მივცე? დიახ. მაგრამ რას ვიზამთ, ახლა ასეთი რეალობაა... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნამდვილად ვიმსახურებთ აქ ყოფნას და ამის გამო კმაყოფილი ვარ. ახლა, როდესაც ამ ტურნირზე ვთამაშობთ, მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ მოსაგებად“.
„დასვენება იმდენი ხნით მოგვიწევს, რის საშუალებასაც პრემიერ ლიგა მოგვცემს. ვდილობ, ამაზე არ ვიფიქრო, თორემ ძალიან ვნერვიულობ. მერვედფინალში გასვლით ძალიან ბედნიერები ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ფეხბურთელებმა საკუთარ თავებს უთხრან - „ამის გაკეთება ჯერ კიდევ შეგვიძლია“.
„მანჩესტერ სიტი“ ახლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობს. პეპ გუარდიოლას გუნდმა მერვედფინალში შეძლო გასვლა, სადაც 1 ივლისს, თბილისის დროით 05:00 საათზე „ალ ჰილალს“ დაუპირისპირდება.