საბა საზონოვი, გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

პირველად სასტარტოში! - საზონოვმა პენალტი „აიკიდა“, მაგრამ გადარჩა

ლა ლიგის მეორე ტურში, საბა საზონოვის „ხეტაფე“ საკუთარ მოედანზე გიორგი გულიაშვილის „რასინგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ამ სეზონში პირველად, საბა საზონოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. მე-14 წუთზე ქართველი მცველი მეტოქეზე უხეშობის გამო დაჯარიმდა და ყვითელი ბარათი მიიღო. საზონოვს სტაბილური მატჩი ექნებოდა რომ არა 77-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში უხეშობა, რის გამოც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. საბედნიეროდ, „ხეტაფეს“ მეკარემ, დავიდ სორიამ პენალტის მოგერიება მოახერხა, რის გამოც საბა დიდ კრიტიკას გადარჩა.

მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო - ბურთთან 45 შეხება, 32-დან 27 ზუსტი პასი, 4-დან 2 ზუსტი გრძელი პასი. 1 ართმევა, 1 ვარდნა, 3 განმუხტვა, ბურთის 4-ჯერ დაბრუნება, 8-დან 5 მოგებული პოზიციური ორთაბრძოლა, 1-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 3 ჯარიმა - 1 ყვითელი და 1 პენალტი. Sofascore-ს შეფასება - 6.5 ქულა.

რაც შეეხება გულიაშვილს, ქართველი შემტევი ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესს გადის, რის გამოც დღევანდელი მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

„ხეტაფემ“ ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე გაიტანა. გამარჯვების გოლის ავტორი ენეს უნალი გახდა.

საზონოვის გუნდს ორი ტურის შემდეგ 1 მოგება და 1 წაგება აქვს და შესაბამისად, 3 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, რასინგი კი 1 ქულით მე-15 ადგილს იკავებს. „ხეტაფე“ მომდევნო ტურში „ოსასუნას“ ესტუმრება, მანამდე კი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „პარტიზანს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება „რასინგს“, გულიაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე „ელჩეს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძეს მომენტი ჰქონდა | ფროზინონე იუვენტუსთან დამარცხდა
კვერნაძეს მომენტი ჰქონდა | ფროზინონე იუვენტუსთან დამარცხდა