გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

მამარდაშვილის გარეშე | ლივერპულმა ნიუკასლთან ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა

ინგლისის პრემიერ ლიგაში, „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ანდონი ირაოლას დებიუტი შედგა. პირველ ტურში მერსისაიდელები სტუმრად „ნიუკასლს“ დაუპირისპირდნენ. „წითლები“ ორჯერ აგებდნენ, თუმცა ქულა გადაარჩინეს — 2:2.

გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ძირითად შემადგენლობაში კი ალისონ ბეკერი გამოჩნდა, რომელსაც მალევე გაუტანეს. „ნიუკასლმა“ კონტრშეტევა შესანიშნავად გამოიყენა და მე-6 წუთზე „კაჭკაჭები“ ენტონი ელანგამ დააწინაურა.

მერსისაიდელებმა წონასწორობა 55-ე წუთზე, კოდი გაკპოს გოლით აღადგინეს, თუმცა ორ წუთში „ნიუკასლი“ წინ კიდევ ერთხელ გავიდა. ამჯერად, ალისონის კარი ჯო უილოკმა აიღო. „ლივერპულმა“ ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეცხრე წუთზე გადაარჩინა — დომინიკ სობოსლაიმ პენალტი გაიტანა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ცნობისთვის, ალისონმა მატჩი ორი სეივით დაასრულა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა მისი თამაში 6.2 ქულით შეაფასა. „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს გამართავს და „ნოტინგემს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ყველა ნაბიჯი წინასწარ ვიცოდი“ - დე რიდერმა დოლიძესთან ჩხუბი შეაფასა
„მისი ყველა ნაბიჯი წინასწარ ვიცოდი“ - დე რიდერმა დოლიძესთან ჩხუბი შეაფასა