კიტესთან დღემდე ვმეგობრობ | დინამოს ყოფილი მეკარე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა
თბილისის „დინამოს’’ ყოფილი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო 37 წლის ასაკში ავსტრიის სამოყვარულო ჩემპიონატში თამაშობს. 2023 წელს ლიტოვეჩენკოს ლიმფური კვანძის სიმსივნე დაუდგინეს. მკურნალობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ამჟამად ავსტრიაში თამაშობს. მისი მიზანია მეკარეების მწვრთნელი გახდეს.
უკრაინელი ცნობილ ავსტრიულ გამოცემას, Keinezeitung-ს ქართველი ფეხბურთელების შესახებ ესაუბრა.
„ჩემი კაპიტანი თბილისის „დინამოში’’ ოთარ კიტეიშვილი იყო. დღემდე რეგულარულად ვკონტაქტობთ, ერთად ვსეირნობთ ან ყავაზე მივდივართ. მის თამაშებს ხშირად სტადიონზეც ვუყურებ“ - ამბობს ლიტოვჩენკო და ამატებს: „მისი მეუღლე ჩემი ცოლის სალონის კლიენტია.“
ლიტოვჩენკო თბილისის „დინამოში’’ გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი იყო. უკრაინელმა მამარდაშვილზე ისაუბრა: „მამარდაშვილი მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და მესამე მეკარედ ითვლებოდა. იმ დროს ჩემს ძველ ხელთათმანებს ვჩუქნიდი. ახლა ის თავის მაისურებს მიგზავნის’’.
2016 წელს ლიტოვჩენკომ „ზუგდიდში'' ითამაშა, 2017 წელს თბილისის „დინამოში'' გადავიდა, 29 მატჩი ჩაატარა, 29-დან 16-ში კარი მშრალად შეინახა, ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წელს „დინამოში'' დაბრუნდა, 21 მატჩი სკამზე გაატარა, არ უთამაშია და შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა.