ძლიერ ტკივილს გრძნობდა, ლესტერთან არ უნდა ეთამაშა | უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურში უოტფორდმა შინ ლესტერთან ფრედ 0:0 ითამაშა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, 66-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ფეხბურთელს საუკეთესო თამაში არ ჰქონდა, თუმცა მატჩის შემდეგ უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ედუარდ სტილმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მატჩისწინა დღეს ჩაკვეტაძე კუნთების დაჭიმულობის გამო დიდ ტკივილს გრძნობდა, თუმცა ამის მიუხედავად თამაში შეძლო.
ედუარდ სტილი: „გიორგი ჩაკვეტაძეს ლესტერთან არ უნდა ეთამაშა. მატჩისწინა დღეს კუნთების დაჭიმულობის გამო ისეთ ტკივილს გრძნობდა, რომ მისი მოედანზე გასვლა, უბრალოდ, ბრწყინვალე ფაქტი იყო''.
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ზედიზედ 23 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 3 საგოლე პასია. აღსანიშნავია რომ ლესტერთან მატჩამდე ზედიზედ ორ მატჩში საგოლე პასი შეასრულა, სტოკ სიტისთან და ვრექსჰემთან.
ლესტერთან მატჩის შემდეგ ჩაკვეტაძე საქართველოში გაემგზავრება, ისრაელთან და ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდება.