პარაფარიკაობის მსოფლიოს თასზე საქართველომ სამი მედალი მოიპოვა
ინდონეზიაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ხმლით ინდვიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა პარამოფარიკავეებმა სამი მედალი მოიპოვეს.
A კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ.
ჩემპიონობა ნინა თიბილაშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი კი გვანცა ზადიშვილი გახდა. შეხვედრა ანგარიშით 15:10 დასრულდა.
B კატეგორიის ფინალური შეხვედრა კი ირმა ხეცურიანმა ჰონკონგელ ტონგთან ანგარიშით 15:9 დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ხვალ გოგონები ხმლით გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვებიან.