გუნდური ასპარეზობა - მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი პარამოფარიკავეების ბრინჯაო
ქართველმა პარამოფარიკავეებმა სამხრეთ კორეის ქალაქ იქსანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავეს. ჩვენი ნაკრების წევრებმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინის ნაკრები ანგარიშით 45:42 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირზე პირველი მედალი საქართველოს ნაკრებს ნინა თიბილაშვილმა მოუტანა – ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში მან მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
გუნდურ ტურნირზე ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ასპარეზობდნენ.
ამრიგად, საქართველოს ქალთა პარამოფარიკავეთა ნაკრებმა სამხრეთ კორეის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.