მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. მერვედფინალში, ჩვენი გუნდი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და 36:45 დამარცხდა.
ქართველმა მოფარიკავეებმა მეთექვსმეტედფინალში უკრაინის ეროვნულ გუნდს 45:28 სძლიეს. საქართველოს ნაკრები უნგრეთის წინააღმდეგ ბექა ბაზაძის, სანდრო ბაზაძის, ვახტანგ არჩვაძისა და გიორგი ურუშაძის შემადგენლობით წარდგა.
საქართველოსა და უნგრეთის დაპირისპირება ბექა ბაზაძემ და კრიშტიან რაბმა გახსნეს (2:5). სანდრო ბაზაძემ ჩანად გემეშის 8:2 მოუო. ვახტან არჩვაძემ არონ შილაგისთან 5:7 წააგო, ბექა ბაზაძე კი შანად გემეშისთან 1:6 დამარცხდა. არჩვაძემ რაბთან 3:5 წააგო, სანდრო შილაგისთან ამავე ანგარიშით დამარცხდა, აჩვაძემ გემეშისთან 0:5 დათმო, ურუშაძემ კი შილაგისთან 2:5 წააგო.
2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში ჟან-ფილიპ პატრისს 15:9 მოუგო.