„მსოფლიო ჩემპიონი ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი“ | სანდრო ბაზაძის კომენტარი
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი ხმლით მოფარიკავე ჟან-ფილიპ პატრისს დაუპირისპირდა და მეტოქე 15:9 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ბაზაძემ კომენტარი გააკეთა და საკუთარ წარმატებაზე ისაუბრა.
„ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო. უბედნიერესი ადამიანი ვარ, მსოფლიო ჩემპიონი ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი. ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთ წარმატებას და ბავშვებს ვეტყვი, ბევრი იშრომონ. ამ წარმატების უკან ძალიან დიდი შრომაა, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.
კარიერის მანძილზე ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. ასაკი არის მხოლოდ ციფრები. ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა."
შეგახსენებთ, რომ ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა. 2022 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2023 წელს ვერცხლს დაეუფლა. ქართველი მოფარიკავე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული.