რევაზ გოცირიძე
Aa
Aa

რევაზ გოცირიძე: „ორი კვირის წინ ნაყიდი ფეხბურთელით მიზნის მიღწევა შეუძლებელია“

ბოლოდროინდელი სანაკრებო წარმატებების პარალელურად, საიმისოდ, რომ ქართული ფეხბურთის პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს, საკლუბო დონეზე გამარჯვებებიც აუცილებელია. გარდა ამისა, არსებობს სერიოზული საშიშროება იმისა, რომ მომავალ წელს ოთხის ნაცვლად, საქართველოს ევროტურნირებზე მხოლოდ სამი წარმომადგენელი ჰყავდეს, რის გამოც წელს შედეგების გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორი შანსები აქვს „იბერიას“, „ტორპედოს“, „დილასა“ და „სპაერს“, ამის თაობაზე ვეტერანმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ Crystalsport-თან ინტერვიუში საინტერესოდ ისაუბრა.

რას ამბობს გოცირიძე

ტალინში საქართველოს ჩემპიონმა რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა და უბრალოდ არ გაუმართლა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ „იბერია“ „ლევადიას“ ბარიერს გადალახავს, რადგან გაცილებით უფრო ძლიერი კლუბია და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს.

იგივეს თქმა შემიძლია „ტორპედოსა“ და „დილაზე“ - ქუთაისელი და გორელი გულშემატკივრების მხარდაჭერის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცის და დარწმუნებული ვარ, მათი თანადგომა ამ კლუბებისთვის დამატებით ბონუსი იქნება და ისინი დასახულ მიზანს მიაღწევენ. რაც შეეხება „სპაერს“, ამ გუნდის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, მათ თავისი მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა უზომოდ გამიხარდება მომდევნო ეტაპზე თუ გავლენ.

რამდენად რეალურია საქართველოს რომელიმე წარმომადგენლის ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა? საამისოდ ბევრი რამის გაკეთება არის საჭირო. თამაშის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დამატებული ლეგიონერებით მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწევ. გარდა ამისა, ბევრი ფულია საჭირო და კიდევ სხვა ფაქტორებიცაა, რომელთა არარსებობასაც საბოლოოდ ასეთ შედეგამდე მივყავართ.

ცნობისათვის, რევაზ გოცირიძე ამჟამად „გონიოს“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობს და აჭარის გუნდი Crystalbet ლიგა 2-ში ჩატარებული თექვსმეტი ტურის შემდეგ 20 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარუმატებელი ევროდებიუტი - სპაერი აუსტრიასთან დამარცხდა
წარუმატებელი ევროდებიუტი - სპაერი აუსტრიასთან დამარცხდა