მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი - ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი - ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

5-8 ოქტომბერს, პერუს დედაქალაქ ლიმაში ძიუდოს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

გიორგი ჩანქსელიანი –60 კგ, თორნიკე გიგაური –66 კგ, სანდრო ახლოური –81 კგ, ლუკა ჯავახიშვილი –90 კგ, ლუკა ქარელიშვილი –90 კგ, გიორგი ბენდელიანი –100 კგ, ნოდარ ალაფიშვილი –100 კგ, გიორგი ბადუაშვილი +100 კგ, ნოდარ კობალაძე +100 კგ.

ცნობისთვის, ლუკა ჯავახიშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია - შარშან, დუშანბეში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მან ჩინელი ჯიანან ვანგი იპონით დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძეა.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ახლაც არ მჯერა“ | ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონობა გაიხსენა
    „ახლაც არ მჯერა“ | ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონობა გაიხსენა