ილია თოფურია, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

„კროუფორდი ილიას საბმიშენითაც დაამარცხებს“ - ცნობილი მოკრივის პროგნოზი

ცნობილმა ამერიკელმა მოკრივებ და WBC-ის ვერსიით ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, შაკურ სტივენსონმა ილია თოფურია ტერენს კროუფორს შორის სოციალურ ქსელში განვითარებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კროუფორდი თოფურიას დამარცხებას MMA-შიც შეძლებს.

რას ამბობს სტივენსონი:

„ვფიქრობ, ტერენსი ილიასგან ყველაფრით განსხვავებული ბიჭია. ის თოფურიაზე ფიზიკურადაც დიდია. ვინ მოიგებს? რა თქმა უნდა ტერენსი, სხვა ვარიანტს არც დავუშვებ. მგონია, რომ კროუფორდი მას ნოკაუტით მოუგებს და საბმიშენითაც შეძლებს გამარჯვებას. ეს სცენარიც არ გამიკვირდება.“

შეგახსენებთ, რომ კროუფორდი და თოფურია ბოლო პერიოდში ერთმანეთზე აქტიურად საუბრობენ. ილიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „ბადს“ პირველივე შეხებით დაანოკაუტებს. ამაზე კროუფორდმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორი“ ალბათ მთვრალი იყო, როდესაც ეს განცხადება გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„MMA-ს ქომაგი ხარ და არ იცი ვინ ვარ?“ | თოფურიამ კროუფორდს უპასუხა
„MMA-ს ქომაგი ხარ და არ იცი ვინ ვარ?“ | თოფურიამ კროუფორდს უპასუხა