რინერი პოლიტიკაში მიდის? - „პრეზიდენტობა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა“
ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას გეგმავს. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად რინერმა განაცხადა, მას სპორტში „ცოტა რამ დარჩა გასაკეთებელი“.
„ოლიმპიადის შემდეგ ოპერაცია გადავიტანე და მცირე შესვენება ავიღე, ახლა კი ნელ-ნელა სამუშაო რიტმს ვუბრუნდები. 2028 წელს ჩემთვის მეექვსე და ბოლო ოლიმპიადაზე ვიასპარეზებ.
მაღალი დონის სპორტსმენი ვარ და ხშირად მესმის, რომ სპორტსმენებს პოლიტიკაზე საუბრის უფლება არ აქვთ. პირველ რიგში მე მოქალაქე ვარ, ამიტომ მაქვს სრული უფლება, ვისაუბრო იმაზე, თუ როგორი საფრანგეთის ხილვა მსურს. ხვალ თუ პოლიტიკაში ჩავერთვები, არ მინდა მინისტრის თანამდებობა - ისეთი პოზიცია უნდა დავიკავო, სადაც ცვლილებების განხორციელებას შევძლებ. ჩემი აზრით, ამისთვის საუკეთესო როლი პრეზიდენტობა იქნება.
როდესაც ძიუდოში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, დავიქირავე პირადი მწვრთნელი, ფიზმომზადების მწვრთნელი და ფსიქოლოგი. ხვალ რომ პოლიტიკოსის კარიერა დავიწყო, ანალოგიურად მოვიქცევი. წარმატებას მარტო ვერ მიაღწევ. საფრანგეთში რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა. კარგი იქნება, თუ პრობლემები სწრაფად მოგვარდება“.
ცნობისთვის, რინერი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და 9-გზის მსოფლიო ჩემპიონია.