WU17 | საქართველო ტესტ მატჩში საბერძნეთთან დამარცხდა
Aa
Aa

WU17 | საქართველო ტესტ მატჩში საბერძნეთთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები ანასტასია ბუჩუკურმა და ანანო წიქარიძემ გაიტანეს.

საქართველოს და საბერძნეთის 17-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება. მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები