ბულგარეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„კვარა ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ სახელები არაფერს წყვეტს“ - გეორგი რუსევი

ბულგარეთის ნაკრების გარემარბი გეორგი რუსევი, რომელიც სოფიის ცსკას ღირსებას იცავს, საქართველოსთან მატჩის წინ ამბობს, რომ ბოლოდროინდელი ცუდი შედეგები ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

რა თქვა გეორგი რუსევმა:

„ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობ, როგორც ეს თურქეთთან მატჩში მოხდა. სტატისტიკაზე და სატურნირო ცხრილზე უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რას გავაკეთებთ მოედანზე. 

საქართველოს არაერთი კარგი ფეხბურთელი გყავს, რომლებმაც ბოლო პერიოდში დიდ პროგრესს მიაღწიეს. ხვიჩა კვარაცხელია ჩემს პოზიციაზე თამაშობს და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ სახელები არაფერს წყვეტს - მთავარია, მოედანზე სწორად ვიმოქმედოთ. 

ბოლოდროინდელი ცუდი შედეგები? წაგება არც ერთ სპორტსმენს არ მოსწონს და, რა თქმა უნდა, ამის გამო დამატებით ზეწოლას ვგრძნობთ და ეს ყველა ფეხბურთელის თამაშზე აისახება. მობიზილებულად უნდა ვითამაშოთ და გულშემატკივრები მოგებით გავახაროთ“.

ცნობისთვის, ბულგარეთი-საქართველოს მატჩი დღეს სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ვილი სანიოლის გუნდი შეეცდება, წელიწადი მოგებით დაასრულოს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ბულგარეთის მწვრთნელი
„საქართველოს დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ბულგარეთის მწვრთნელი