ბულგარეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„საქართველოს დონეზე არ ვართ, მაგრამ...“ - ბულგარელები მატჩის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.

ბუნებრივია, ბულგარელი ფეხბურთელები ამ გამარჯვებამ ძალიან გაახარა, რადგან ჯგუფში ისინი აშკარა აუტსაიდერებად მოიაზრებოდნენ, თუმცა ბოლო, მე-6 ტურში მაინც შეძლეს პირველი გამარჯვების მოპოვება. საგულისხმოა, რომ საქართველოსთან მატჩამდე ბულგარელებს 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდათ გატანილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბულგარელებმა განვლილი მატჩი შეაფასეს:

კირილ დესპოტოვი (კაპიტანი):

„ვფიქრობ, დაცვაში კომპაქტურად ვითამაშეთ და კონტრშეტევებს ველოდით. სათამაშო სიტუაციებს კარგად ვმართეთ და გამარჯვებით ბედნიერები ვართ. თამაშამდე საკუთარ თავებს ვუთხარით, რომ ჩვენი ღირსებისთვის უნდა გვეთამაშა და გვეჩვენებინა, რომ საქართველოს დონის გუნდთან გამარჯვება შეგვიძლია. ყველას გვინდა, რომ საქმე წინ წავიდეს. ეს შესარჩევი ეტაპი ძალიან რთული იყო, მაგრამ მთავარია, რომ ფეხბურთის თამაში ვცადოთ.“

გეორგი ივანოვი (ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):

„ყველაზე მეტად ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის გამო მიხარია. ეს მოთამაშეები აჩვენებენ, რომ მომავალი არსებობს და ხალხი მომავალ წლებში ყველაფერს დაინახავს. ახალგაზრდებიც კარგად თამაშობენ და ვფიქრობ, რომ საქმე ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის. ჩვენ არ გვაქვს კლასი, რომ თურქეთისა და ესპანეთის დონის გუნდებთან ვითამაშოთ, მაგრამ თავდაუზოგავი შრომითა და სტრატეგიით ვეცდებით, თანაბარ დონეზე ვიყოთ.“

„ბუნებრივია, ჩვენი დონე არ არის საქართველოს, თურქეთის და ესპანეთის მსგავსი, მაგრამ ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო იმ ნეგატივის შემდეგ, რომელიც გადმოიღვარა. ყველა კრიტიკოსი იმ საზოგადოების ნაწილია, რომლის წევრებიც ჩვენ, ყველანი ვართ. ჩემთვის ნათელია, რომ ხალხი ყოველთვის გამარჯვებულს მიჰყვება. ამჟამად, ჩვენ დონით ისევ დაბლა ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდი შრომით და სწორი მუშაობით ბულგარელებს სიამაყის საფუძველს შევუქმნით.“

ბულგარეთთან მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ქვე-ჯგუფში მაინც მესამე ადგილი დაიკავა და ბულგარელებს ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 6-დან მხოლოდ 1 თამაში მოიგო, ისიც ბულგარეთთან „დინამო არენაზე“ და 5-ჯერ დამარცხდა, გაიტანა 7 გოლი და გაუშვა 15.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სხვანაირი მოლოდინები გვქონდა“ | ნაკრების ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ
„სხვანაირი მოლოდინები გვქონდა“ | ნაკრების ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ