7 ყვითელი და 7 წითელი ბარათი | გიბრალტარს დოლტმურზიევის გოლით მოვუგეთ
ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა წარუმატებლად ითამაშა, ხორვატიასთან (0:2) და სერბეთთან (3:1) წაგებული მატჩების შემდეგ გიბრალტარს ჰალიდ დოლტმურზიევის ერთადერთი გოლით მოუგო (0:1).
გიბრალტარი - საქართველოს მატჩში მსაჯმა ფეხბურთელებს 7 ყვითელი და 7 წითელი ბარათი უჩვენა. შვიდივე წითელი ბარათი მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე დაფიქსირდა, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებიდან მათე შათირიშვილი, ჰალიდ დოლტმურზიევი, ანრი ძნელაძე და ლაშა ხუციშვილი გააძევეს. სავარაუდოდ, ფეხბურთელებს შორის კონფლიქტური ვითარება იყო.
მე-6 ჯგუფში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა. საუკეთესო მესამეადგილოსანი ვერ გავხდით და შესაბამისად ელიტ-რაუნდის საგზური ვერ მოვიპოვეთ.
ჯგუფურ ეტაპზე გოლების გატანა ძალიან გაგვიჭირდა. მაშინ როცა ჯგუფის ლიდერმა ხორვატიამ გიბრალტარი 8:0 გაანადგურა, ხოლო მეორეადგილოსანმა სერბეთმა აუტსაიდერს 4:0 სძლია, ჩვენ მხოლოდ 1 გოლი გავუტანეთ.
შეგახსენებთ, შესარჩევ ციკლში საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმაც წარუმატებლად ითამაშა, ელიტ-რაუნდში ვერ გავიდა.