გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

შანსი გიორგისთვის | ქოჩორაშვილის კონკურენტმა ტრავმა მიიღო

გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტმა, ჟოაუ სიმოეშმა ტრავმა მიიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელი პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებში იმყოფებოდა და მარცხენა ფეხი დაიზიანა, რის შემდეგაც „სპორტინგში“ დაბრუნება მოუწია.

A Bola-ს ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს, თუმცა „ლომები“ აპირებენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. Leonino-ს მიხედვით, სიმოეშის არყოფნაში ქოჩორაშვილი შანსს მიიღებს და ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს.

„ქოჩორაშვილს ოქროს შანსი მიეცემა. ქართველი ფეხბურთელი ახალ ცხოვრებას იწყებს და თეთრ-მწვანეების ნახევარდაცვაში იასპარეზებს. სიმოეშის ტრავმის გამო, გიორგი რუი ბორჟესის მეორე ნომერი გახდება და პორტუგალიის თასზე ითამაშებს“, – წერს პორტუგალიური გამოცემა.

ცნობისთვის, „სპორტინგი“ მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს გამართავს. თბილისის დროით 22:00-ზე „ლომები“ „მარინენსეს“ დაუპირისპირდებიან და Leonino ვარაუდობს, რომ „ქოჩო“ ძირითად შემადგენლობას სწორედ ამ მატჩში დაუბრუნდება. „მარინენსე“ პორტუგალიის რანგით მეოთხე დივიზიონში მოთამაშე გუნდია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქართველოს დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ბულგარეთის მწვრთნელი
    „საქართველოს დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ბულგარეთის მწვრთნელი