ერთიანობა, კონცენტრაცია, თავდადება | ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან გამარჯვებაზე
Aa
Aa

ერთიანობა, კონცენტრაცია, თავდადება | ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან გამარჯვებაზე

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ბულგარეთმა სოფიაში საქართველოს 2:1 მოუგო. მატჩის შემდეგ ბულგარელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ დიმიტროვმა მედიასთან ისაუბრა:

„ჩემმა ფეხბურთელებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს. მათ ჩემს მიმართ პატივისცემა აქვთ. ცდილობენ ერთსულოვნებით, კონცენტრირებულად და თავდადებით ითამაშონ. მახარებს, რაც მათ დღევანდელ მატჩში შეძლეს. შედეგი მივიღეთ, მათ ეს თავიანთი შრომით დაიმსახურეს.

ძალიან სერიოზულ და ღირსეულ მეტოქეს ვეთამაშეთ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეს. დავალება იყო, რომ გოლი არ გაგვეშვა. მახარებს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

ვიცი ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელებს რაც შეუძლიათ და ამიტომ ჩავიბარე ნაკრები. ძირითადი ბირთვის შექმნას ვცდილობთ, ტრავმებმა გავლენა მოახდინა, მაგრამ ექსპერიმენტებისთვის არ მიგვიმართავს.

გამარჯვება დღეს საუკეთესო რამ არის."

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 6-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, 5 დათმო. სანიოლის გუნდმა 7 გოლი გაიტანა, 15 გაუშვა.

პირველზე ესპანეთი 16 ქულით გავიდა, თურქეთმა 13 ქულით მეორე ადგილიზე დაიკავა, საქართველოსა და ბულგარეთის აქტივში 3-3 ქულაა. ესპანეთმა მუნდიალის საგზური მოიპოვა, თურქეთმა ფლეი-ოფში უნდა ითამაშოს, საქართველო და ბულგარეთი ამ ბრძოლას დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთიანობა, კონცენტრაცია, თავდადება | ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან გამარჯვებაზე
ერთიანობა, კონცენტრაცია, თავდადება | ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან გამარჯვებაზე