ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

იმედგაცრუება სოფიაში - საქართველო ბულგარეთთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველო ბულგარეთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

წაგების მიუხედავად, საქართველო მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, თუმცა დაცვაში დაშვებული შეცდომები ჯვაროსნებს ძვირად დაუჯდათ.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. ბულგარეთმა თავისი პირველივე კონტრ-შეტევა გოლად აქცია. თავი რუსევმა გამოიჩინა.

გაშვებული გოლის შემდეგ, სანიოლის შეგირდები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ და რიგით მეორე კონტრ-შეტევა გამოეპარათ - 2:0. გოლის ავტორი ამჯერად კრასტევი გახდა. პირველი ტაიმი ბულგარეთმა 2:0 მოიგო.

მეორე ნახევარში, საქართველომ ზეწოლა გაზარდა და ფაქტობრივად ბულგარეთს მომენტი აღარ ჰქონია. შეტევაში სულ ჯვაროსნები იყვნენ და ბევრ მომენტს ქმნიდნენ, თუმცა გოლის გატანა 88-ე წუთამდე ვერ მოახერხეს. თავი ლოჩოშვილმა გამოიჩინა.

საბოლოო ჯამში, საქართველომ 6 მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო. ბულგარეთთან, პირველ წრეში, საკუთარ მოედანზე - 3:0. სანიოლის გაწვრთნილმა ნაკრებმა ასპარეზობა ჯგუფში მე-3 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სხვაობა დიდია, სამუშაო ბევრი გვაქვს | სვანაძე გერმანიასთან მარცხზე
სხვაობა დიდია, სამუშაო ბევრი გვაქვს | სვანაძე გერმანიასთან მარცხზე