ბარსელონა, ლამინ იამალი
Aa
Aa

დახურული წვეულება - იამალი მორიგ სკანდალში გაეხვა

ლამინ იამალის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონას სუპერვარსკვლავმა ღამის კლუბში დახურული წვეულება მოაწყო.

Tribuna.Com-ის და DailySports-ის ინფორმაციით, წვეულება 14 ნოემბერს მოეწყო, სადაც სტუმრებს რამდენიმე წესი უნდა შეესრულებინათ.

წყაროს ცნობით, მათ ტელეფონები გარეთ უნდა დაეტოვებინათ, ხოლო ერთ-ერთ VIP ლოჟაში შესვლა მხოლოდ ქალებისთვის იყო დაშვებული. შიგნით იმყოფებოდა თავად იამალი, მისი ნათესავი და რამდენიმე მეგობარი, მათ შორის ბიძაშვილი მოჰამედ აბდე.

El Periodico წერს, რომ სტუმრების უმეტესობა ღამის 3:30-ზე წავიდა, ხოლო ლამინმა და რამდენიმე ადამიანმა გართობა დილამდე გააგრძელეს.

ჯერჯერობით უცნობია ბარსელონას და ჰანსი ფლიკის პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი იამალის ყოველდღიურობას აქტიურად აკვირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები