2,5-წლიანი პაუზის შემდეგ, ბარსა კამპ ნოუზე ბრუნდება
Aa
Aa

2,5-წლიანი პაუზის შემდეგ, ბარსა კამპ ნოუზე ბრუნდება

„ბარსელონამ“ განაცხადა, რომ 2,5-წლიანი პაუზის შემდეგ „კამპ ნოუზე“ პირველ მატჩს გამართავს.

კატალონიური კლუბი 22 ნოემბერს, ლა ლიგის მე-13 ტურის ფარგლებში, „ატლეტიკ ბილბაოს“ უმასპინძლებს.

„ბლაუგრანას“ თავის სტადიონზე 2023 წლის მაისიდან არ უთამაშია. ძირითადი არენის რეკონსტრუქციის განმავლობაში, თამაშები ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე და „ესტადი იოჰან კრუიფზე“ ტარდებოდა.

როგორც „ბარსელონა“ იუწყება, „ატლეტიკ ბილბაოს“ წინააღმდეგ მატჩი საბოლოოდ, „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ გაიმართება.

ეს გადაწყვეტილება ეტაპი 1B-ის შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ მიიღეს, რომელიც მაყურებელთა ტევადობის 45 401-მდე გაზრდის საშუალებას იძლევა.

„რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, კლუბი უეფასთან ერთად მუშაობს ფრანკფურტის „აინტრახტის“ წინააღმდეგ მატჩის „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ ჩატარებასთან დაკავშირებით – საჭირო მოთხოვნები შესრულებულია, თუმცა დასტური ჯერ კიდევ არ არის,“ – ნათქვამია „ბარსას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, იტალია პლეი-ოფში
ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, იტალია პლეი-ოფში