ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„მერაბთან ჩხუბი გამორიცხულია“ | ალექსანდრემ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა

ალექსანდრე თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას 22 ნოემბერს გამართავს და ბეკზატ ალმახანს დაუპირისპირდება. „კონკისტადორმა“ Eurosport Espana-ს ინტერვიუ მისცა და ყაზახ მეტოქეზე ილაპარაკა.

„ჩემი მეტოქე არის მებრძოლი, რომელიც სათანადოდ უნდა დააფასო. მხოლოდ სტრაიკინგზე არ ვარ ფოკუსირებული. ყველა ასპექტს ვაქცევ ყურადღებას და მას სათანადოდ ვაფასებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა მისი კარნახით წარიმართება. პირიქით, ვაჩვენებ ჩხუბს, რომლის ჩვენებაც მინდა. ვფიქრობ, არც ერთ კომპონენტში მას უპირატესობა არ აქვს.

სამომავლო გეგმები და მერაბ დვალიშვილი? ყველასთვის ნათელია, რომ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბს არ ვაპირებ. მანაც თქვა, რომ საჩემპიონო ქამრამდე დიდი გზა მაქვს გასავლელი და ეს მართლაც ასეა. თუ ტიტულთან ახლოს მივედი, მე და მერაბი გამოსავალს ვიპოვით. არ გვინდა, დივიზიონი დავაყოვნოთ და მასთან ჩხუბი გამორიცხულია.“

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს მეტოქეს 14-დან 12 გამარჯვება აქვს. ყაზახმა მებრძოლმა 10-ჯერ ნოკაუტით მოიგო, ერთხელ - საბმიშენით, ერთხელ - მსაჯების გადაწყვეტილებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევი ილიას ასე მარტივად ვერ მოუგებს“ - არმან ცარუკიანი
„მახაჩევი ილიას ასე მარტივად ვერ მოუგებს“ - არმან ცარუკიანი