ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„მახაჩევი ილიას ასე მარტივად ვერ მოუგებს“ - არმან ცარუკიანი

UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. სომეხი მებრძოლის თქმით, თოფურიას მახაჩევი ასე იოლად ვერ გაუმკლავდება, როგორც ეს ჯეკ დელა მადალენასთან ჩხუბში შეძლო.

რა თქვა ცარუკიანმა:

„მეგონა, დელა მადალენა თეიქდაუნებისგან დაცვას ხანდახან მაინც მოახერხებდა და ფეხზე წამოდგომას შეძლებდა, თუმცა მან საერთოდ ვერაფერი გააკეთა. ისლამმა აჩვენა, რომ სულ სხვა დონეზე - მან მეტოქის ყველა ძლიერი მხარე გაანეიტრალა და სრული დომინაცია აჩვენა. ხალხს ფინიშის ხილვა სურდა, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით მახაჩევმა ყველაფერი სწორად გააკეთა.

ვფიქრობ, ილიასთან ბრძოლა მახაჩევისთვის უფრო რთული იქნება, ვიდრე დელა მადალენასთან იყო. ილიას გაცილებით უფრო ძლიერი დარტყმა აქვს. დელა მადალენას გაცილებით უფრო ნაკლები ნოკდაუნი აქვს, თოფურიამ თითქმის ყველა მეტოქე დააგდო.

რა მოხდება, თუ კატარში ილია თოფურიას შევხვდები? [22 ნოემბერს ცარუკიანი და ალექსანდრე თოფურია ერთსა და იმავე ღონისძიებაზე იჩხუბებენ] მე არანაირი პრობლემა არ მაქვს არც ილიასთან, არც ჰუკერთან და არც ვინმე სხვასთან, ყველას ჩამოვართმევ ხელს.

შეგახსენებთ, რომ UFC 322-ზე მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორი წონის ჩემპიონი გახდა - ეს ბრძოლა მახაჩევისთვის ქვესაშუალო წონაში სადებიუტო იყო.

ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიამ მახაჩევს მიმართა და შერეულ ორთაბრძოლებში ყველაზე მოსაწყენი უწოდა, რასაც ისლამი გამოეხმაურა და თქვა, რომ ტიტულს რამდენჯერმე დაიცავს და ყველა მეტოქესთან საქმეს მარტივად დაასრულებს.

რაც შეეხება თავად ცარუკიანს, ის წელიწად-ნახევრიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. „ახალქალაქელის“ მეტოქე მსუბუქი წონის მეშვიდე ნომერი დენ ჰუკერი იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას შენიშვნები არ გვაინტერესებს“ - ისლამის მწვრთნელმა თოფურიაზე ისაუბრა
„ილიას შენიშვნები არ გვაინტერესებს“ - ისლამის მწვრთნელმა თოფურიაზე ისაუბრა