რამაზ სვანაძე
Aa
Aa

ნაკრების ახალი კაპიტანი | სვანაძის სასტარტო 11 გერმანიასთან ცნობილია (U21)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მეხუთე მატჩს „მიხეილ მესხზე’’ გერმანიასთან ჩაატარებს.

მიმდინარე შეკრება ტრავმის გამო ირაკლი იეგოიანმა გამოტოვა, საბერძნეთთან მიღებული ტრავმის გამო გერმანიასთან ლუკა ლაცაბიძე ვერ ითამაშებს, რაც ასევე დიდი დანაკლისია. გარდა ამისა, ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში სანდრო ნარიმანიძე და გაბრიელ სიგუა მიიწვია. მოკლედ, დღეს 21-წლამდე ნაკრებს 4 ისეთი ფეხბურთელი აკლია, რომლებიც სასტარტო 11-ის მოთამაშეებად განიხილებიან.

სიგუასა და ლაცაბიძის არყოფნაში კაპიტანი ნიკოლოზ დადიანი იქნება.

გერმანელებთან რამაზ სვანაძემ სასტარტო 11-ში შემდეგი ფეხბურთელები გაამწესა: ბერუაშვილი, გვასალია, ბუკია, გიუნაშვილი, ხარებაშვილი, ბასილაძე, ტაბატაძე, დადიანი (კ), ლორთქიფანიძე, ჯაფარიძე, დეისაძე

სათადარიგო შემადგენლობა: მაქაცარია, ქარსელაძე, წულუკიძე, ბერელიძე, გოცირიძე, ღურწკაია, ჩოჩია, ანანიძე, პარკაძე

გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებს ანტონიო დი სალვო წვრთნის, სტუმართა სასტარტო 11 ასეთია: ზაიმენი, ცენტერი, კვარში, კოლინსი, იელჩი, ელ მალა, ბიშოფი (კ), კემლაინი, კარლი, ქომური, ტრესოლდი

საქართველო-გერმანიის 21-წლამდე ნაკრებების მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე შესარჩევში საქართველომ ჩრდილოთ ირლანდიასთან შინ და ლატვიასთან სტუმრად 1:1 ითამაშა, შემდეგ სტუმრად მალტა გაანადგურა (0:6), რასაც ათენში ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან მარცხი მოჰყვა (3:0). საინტერესოა, რომ საბერძნეთმა ოთხივე მატჩი მოიგო, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, გერმანია სტუმრად დაამარცხა (2:3).

იხილეთ სტატია: გერმანია ამომავალი ვარსკლავებით თბილისში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შანსი გიორგისთვის | ქოჩორაშვილის კონკურენტმა ტრავმა მიიღო
შანსი გიორგისთვის | ქოჩორაშვილის კონკურენტმა ტრავმა მიიღო