ბულგარული მედია: “ბულგარეთი აფეთქდა, საქართველო გავანადგურეთ“
Aa
Aa

ბულგარული მედია: “ბულგარეთი აფეთქდა, საქართველო გავანადგურეთ“

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველო ბულგარეთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბულგარულმა მედიამ აღნიშნული დაპირისპირება შეაფასა და საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

Sportal.Bg:

„ბულგარეთს ამის გაკეთება შეეძლო. ჩვენ საქართველო გავანადგურეთ. ჩვენმა გუნდმა ყველა ზონაში კარგად ითამაშა და ევრო 2024-ის 1/8-ფინალისტი დამსახურებულად დაამარცხა.

ორი გატანილი გოლის შემდეგ, მატჩის მიწურულს, საქართველომ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. ბულგარეთმა თავის აქტივში სამი ქულა ჩაიწერა.“

Gong.Bg:

„ბულგარეთი აფეთქდა! „ლომებმა“ საქართველო დაამარცხეს და ღირსება შეინარჩუნეს. ეს გამარჯვება და წარმატება დაგვიანებულია, თუმცა გუნდს თავდაჯერებას დაუბრუნებს.“  

საბოლოო ჯამში, საქართველომ 6 მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო. ბულგარეთთან პირველ წრეში, საკუთარ მოედანზე - 3:0. სანიოლის გაწვრთნილმა ნაკრებმა ასპარეზობა ჯგუფში მე-3 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასებები
Sofascore - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასებები