გერმანიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

გერმანია მუნდიალზე ითამაშებს, სლოვაკეთი კი პლეი-ოფში

ევროპის მასშტაბით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები იმართება და დღეს ოფიციალურად მუნდიალზე მონაწილე კიდევ რამდენიმე გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

A ჯგუფში, გერმანიის ნაკრები საკუთარ მოედანზე სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 6:0 გაანადგურა, რითაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გაინაღდა, სლოვაკები პლეი-ოფში იასპარეზებენ.

დღევანდელ შეხვედრაში გამორჩეული იყო ლეროი ზანე, რომელმაც თავი დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ზანეს გარდა გოლები ფოლტემადემ, სერჟ გნაბრიმ, ბაკუმ და ასან უედრაოგომ გაიტანეს.

შესაბამისად, გერმანიამ A ჯგუფში 15 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე პოზიცია 12 ქულით სლოვაკეთმა დაიკავა. მესამეზე 9 ქულით ჩრდ. ირლანდია, მეოთხეზე კი 0 ქულით ლუქსემბურგი გავიდა.

რაც შეეხება დღეს მოთამაშე დანარჩენ ჯგუფებს, აქ ყველაფერი წინა ტურში იყო გარკვეული, თუმცა ინფორმაციისთვის მაინც გეტყვით პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდების ვინაობას. G ჯგუფში პირველი ადგილი 20 ქულით ნიდერლანდებმა დაიკავა, მეორე პოზიცია 17 ქულით პოლონეთმა. L ჯგუფში პირველადგილოსანი 22 ქულით ხორვატია გახდა, მეორეადგილოსანი კი 16 ქულით ჩეხეთი.

ხვალ, ევროპის კონტინენტზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ჩვენი გუნდი თბილისის დროით 23:45 საათზე სტუმრად ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კამერუნის შემდეგ ნიგერიაც - სუპერარწივები მსოფლიოზე არ ითამაშებენ
კამერუნის შემდეგ ნიგერიაც - სუპერარწივები მსოფლიოზე არ ითამაშებენ