ბრენდონ ინგრემი, სანდრო მამუკელაშვილი, არ ჯეი ბარეტი, მაილს ბრიჯისი, ლამელო ბოლი
Aa
Aa

7 ქულა და ჩატენვა | მამუკელაშვილის ტორონტომ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა - 110:108.

მამუკელაშვილმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 14 წუთი და 51 წამი გაატარა. სანდროს მონაგარი ასეთი იყო: 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება. „მამუმ“ ორიდან ერთი სამქულიანი და ხუთიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ერთი დაკარგვა ჰქონდა და სამი ჯარიმა მიიღო.

„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო - 27 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა. არ ჯეი ბარეტმა და სკოტი ბარნსმა 16-16 ქულა დააგროვეს, ხოლო იმანუელ ქუიკლიმ 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. „ჰორნეთსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 24 ქულა კონ კნუპელმა ჩააგდო. მაილს ბრიჯისმა 22 ქულა დააგროვა, ლამელო ბოლმა - 20.

ცნობისთვის, „რეპტორსს“ 9 მოგება და 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. კანადელები მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქართველოს დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ბულგარეთის მწვრთნელი
    „საქართველოს დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ბულგარეთის მწვრთნელი