ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა | რა შეიცვალა ტოპ 15-ში?

UFC 322-ის შემდეგ ორგანიზაციის pound-for-pound რეიტინგი განახლდა. გასულ უქმეებზე ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბა და ჯეკ დელა მადალენა დომინანტურ სტილში დაამარცხა.

მახაჩევისა და დელა მადალენას ჩხუბამდე, UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისლამი P4P (ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები) რეიტინგის პირველი ნომერი გახდებოდა. უაითის სიტყვები გამართლდა და მახაჩევმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ისლამმა ილია თოფურიას გადაუსწრო, რომელიც მეორე ადგილზე გადავიდა. მესამე პოზიციაზე მერაბ დვალიშვილი იმყოფება. ხამზატ ჩიმაევი — მეოთხეა, ალეშანდრე პანტოჟა — მეხუთე. საჩემპიონო ორთაბრძოლაში დამარცხებული ჯეკ დელა მადალენა მეცხრე პოზიციაზე გადავიდა, ტომ ასპინალი კი მერვეზე ავიდა.

ცნობისთვის, მეექვსე ადგილზე ალექს პერეირა იმყოფება. „პოატანის“ შემდეგ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მოდის. დრიკუს დუ პლესი მეათეა, მაქს ჰოლოუეი — მეთერთმეტე, მაგომედ ანკალაევი — მეთორმეტე, ბელალ მუჰამედი — მეცამეტე, არმან ცარუკიანი — მეთოთხმეტე, ჩარლზ ოლივეირა — მეთხუთმეტე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ 440 მილიონს ითხოვს, მბაპე 253-ს | მხარეებმა ერთმანეთს პრეტენზიები გააცნეს
პსჟ 440 მილიონს ითხოვს, მბაპე 253-ს | მხარეებმა ერთმანეთს პრეტენზიები გააცნეს