ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, შონ ომალი
Aa
Aa

„ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჩხუბი იქნება“ - ომალი თოფურია-მახაჩევის ბრძოლას ითხოვს

ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას შორის საჩემპიონო ორთაბრძოლის გამართვაზე უკვე რამდენიმე წელია აქტიური საუბრები მიდის და ამ მხრივ, დუღილის ტემპერატურა დაღესტნელის გუშინდელმა მიღწევამ კიდევ უფრო მაღლა ასწია - მახაჩევმა „ელ მატადორის“ მიღწევა გაიმეორა და ისიც ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, რამაც ქომაგებს მათი დაპირისპირების სურვილი გაუორმაგა. თოფურია-მახაჩევის შესაძლო ჩხუბთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა შონ ომალიმ, რომელსაც ასეთი მოსაზრება აქვს:

„რა თქმა უნდა, ისლამს ილიასთან გაცილებით უფრო დაძაბული ბრძოლა ექნება, ვიდრე ჯეკ დელა მადალენასთან ჰქონდა. მეტსაც გეტყვით, თოფურია-მახაჩევის დაპირისპირება შესაძლოა ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ტექნიკური იყოს. ორივეს განვითარებული აქვს აბსოლუტურად ყველა უნარი, რაც MMA-ში წარმატების მისაღწევად არის საჭირო. მსოფლიოში შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში მათი დონის თითზე ჩამოსათვლელი მებრძოლები იყვნენ. ილია და ისლამი არიან სპორტსმენები, რომელთაც ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ დგომში ჩხუბი, პარტერში ბრძოლაში ჯიუ-ჯიცუს უნარების გამოყენება“.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალიმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მერაბ დვალიშვილთან ორი ბრძოლა ჩაატარა და თუ პირველ შემთხვევაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, მეორე ჯერზე ქართველმა „მანქანამ“ მას საბმიშენით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამთან ჩხუბი მსურს, ჯეკს კანფეტებს გავუგზავნი“ - მაჩადო გარიმ ავსტრალიელს დასცინა
„ისლამთან ჩხუბი მსურს, ჯეკს კანფეტებს გავუგზავნი“ - მაჩადო გარიმ ავსტრალიელს დასცინა