ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„ილიას შენიშვნები არ გვაინტერესებს“ - ისლამის მწვრთნელმა თოფურიაზე ისაუბრა

ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, UFC 322-ზე ჯეკ დელა მადალენასთან გამარჯვების შემდეგ, რუსი მებრძოლის შესახებ ისაუბრა და ილია თოფურიასაც შეეხო.

მენდესმა ყურადღება ისლამის წონაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მახაჩევმა ახალ დივიზიონში თავი კომფორტულად იგრძნო. შემდეგ კი ილია თოფურიას პოსტს გამოეხმაურა, სადაც „მატადორი“ ჯეკ დელა მადალენას აკრიტიკებდა.

მენდესის განცხადება:

„ისლამმა ჩხუბამდე წონის კლების მაგივრად, მთელი ყურადღება თავისი თვისებების გაუმჯობესებაზე გაამახვილა. დასაკლები პრაქტიკულად არაფერი ჰქონია, მხოლოდ მცირედი, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდა. ბრძოლის დღეს ის 185 ფუნტი იყო და მხოლოდ 15 ფუნტის დაკლება დასჭირდა. ასე რომ, ახლა ის 185-190 ფუნტიანი წონის კარგი სპორტსმენია.“

„სოციალურ ქსელში სადღაც შემხვდა ილიას პოსტი, სადაც ჯეკ დელა მადალენას აკრიტიკებდა და შენიშვნებს აძლევდა. მისი შენიშვნების მესმის, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, რადგან ვფიქრობ, რომ ჯეკმა რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და გულით იბრძოლა. მგონია, რომ ის 10-ჯერ უფრო ძლიერი მებრძოლია, ვიდრე ისლამთან ვნახეთ, თუმცა მახაჩევი დელა მადალენაზე გაცილებით უკეთესია და სწორედ ეს იყო ასეთი სხვაობის მიზეზი.“

შეგახსენებთ, რომ ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს ისტორიაში ყველაზე მოსაწყენი მებრძოლი უწოდა და განაცხადა, რომ თუ ერთმანეთს შეხვდებიან, ფინიშით მოიგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამ სპორტში ყველაზე მოსაწყენი ხარ“ - თოფურიამ მახაჩევს მიმართა
“ამ სპორტში ყველაზე მოსაწყენი ხარ“ - თოფურიამ მახაჩევს მიმართა