ისრაელ ადესანია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„აღარ ვიცი ვინ შეაჩერებს ამ დივიზიონში“ - ისლამით აღფრთოვანებული ადესანია

UFC-ის ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბის დაწყებამდე ისრაელ ადესანია ჯიუტად აცხადებდა, რომ ჯეკ დელა მადალენა ისლამ მახაჩევთან უდავო ფავორიტი იყო და რომ ავსტრალიელი საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას ყველა ვარიანტში მოახერხებდა. ახლა კი, როდესაც მახაჩევმა ჯეკი ხუთ რაუნდში საოცარი დომინაციითა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, „იზიმ“ სულ სხვაგვარად ლაპარაკი დაიწყო.

ისრაელ ადესანია

ამ ბრძოლის ყურებისას დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისლამი ჯეკს ორი-სამი თავით აღემატებოდა. ის რითმს საოცრად აკონტროლებდა, დელა მადალენა კი მესამე რაუნდში ისე დაიღალა, არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო. ჩემი პროგნოზი? რას ვიზამთ, ხან მართლდება, ხანდახან კი უაზრობებს ვლაპარაკობ. მახაჩევით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ, დიდი მოცულობის სამუშაო ჩაუტარებია და ძალიან კარგად იყო მომზადებული - აღარც ვიცი, ვინ შეაჩერებს მას ამ დივიზიონში, ვნახოთ.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენას დამარცხებით მსუბუქის შემდეგ, ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონიც გახდა, ხოლო ზედიზედ მოგებების რაოდენობით (16) ანდერსონ სილვას გაუთანაბრდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჩხუბი იქნება“ - ომალი თოფურია-მახაჩევის ბრძოლას ითხოვს
„ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჩხუბი იქნება“ - ომალი თოფურია-მახაჩევის ბრძოლას ითხოვს