ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, კამილ გაჯიევი
Aa
Aa

„ილიას ქვესაშუალო წონაში შანსი თითქმის არ ექნება“ - ცნობილი პრომოუტერი თოფურია VS მახაჩევზე

ცნობილმა რუსმა პრომოუტერმა, კამილ გაჯიევმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლს ქვესაშუალო წონაში გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ ექნება.

რას ამბობს გაჯიევი:

„ილია თოფურიას გარშემო შექმნილი სიტუაცია მედიისგან ყველაზე მეტად არის ატაცებული და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტად გაღვივდება. მაგრამ წმინდა სპორტული თვალსაზრისით, არ მგონია ისლამს თოფურიასთან რაიმე პრობლემა შეექმნას. მახაჩევი სიმაღლისა და ფიზიკური ძალის გათვალისწინებით ბევრად დომინანტია. ეს ფაქტორი კი ილიას შანსებს საგრძნობლად ამცირებს. მას ქვესაშუალო წონაში გამარჯვების კიდევ უფრო ნაკლები შანსი ექნება, ვიდრე მსუბუქ წონაში.“

შეგახსენებთ, რომ ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს ისტორიაში ყველაზე მოსაწყენი მებრძოლი უწოდა და განაცხადა, რომ თუ ერთმანეთს შეხვდებიან, ფინიშით მოიგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჩხუბი იქნება“ - ომალი თოფურია-მახაჩევის ბრძოლას ითხოვს
„ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჩხუბი იქნება“ - ომალი თოფურია-მახაჩევის ბრძოლას ითხოვს