ესპანეთი Vs საქართველო - ცნობილია ესპანელთა განაცხადი
Aa
Aa

ესპანეთი Vs საქართველო - ცნობილია ესპანელთა განაცხადი

2027 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ესპანეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა.

ჩუს მატეომ დანიასთან და საქართველოსთან მატჩისთვის 14 კალათბურთელი შეარჩია:

იზან ალმანსა, ფრანსის ალონსო, პეპ ბუსკეტსი, ალვარო კარდენასი, ლუის კოსტა, ალბერტო დიაზი, დანი დიეზი, ხაიმე ფერნანდესი, ფრან გერა, გრეით ოსობორი, ორიოლ პაული ალექს რეიესი, მიკელ სალვო, სანტი იუსტა.

ცნობისთვის, ევრობასკეტზე მოასპარეზე ნაკრებიდან განახლებულ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი კალათბურთელია - სანტი იუსტა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 30 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები