ტორონტო რეპტორსი, ფილადელფია სევენთი სიქსერსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 10 ქულა - ტორონტო ფილადელფიასთან დამარცხდა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ტორონტო ფილადელფიას ესტუმრა და მოგებათა სერია შეწყვიტა. რეპტორსი 120:130 დამარცხდა.

ნორმალური მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც პარკეტზე 17 წუთი და 3 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩის მიმდინარეობისას მამუკელაშვილმა 3-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება, თუმცა ერთი გამოუვიდა. ორი 2-ქულიანიდან ორივე ჩააგდო, ხოლო სამი საჯარიმო ტყორცნიდან სამივე გამოიყენა.

3 მოხსნიდან 2 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი მეტოქის. ჯამში კი 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ტორონტოს ზედიზედ 4 მატჩი ჰქონდა მოგებული და ფილადელფიამ ეს წარმატებული სვლა შეაჩერა. შემდეგ ტურში რეპტორსი ბრუკლინს ესტუმრება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლასიკო რეალმა მოიგო - შენგელიას 13 ქულა
კლასიკო რეალმა მოიგო - შენგელიას 13 ქულა