გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე | მამარდა მორიგი მარცხის შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ბულგარეთმა სოფიაში საქართველოს 2:1 მოუგო. 

ბულგარეთთან მარცხის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა Instagram-ში დაწერა:

„ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა.
ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის ჩანს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინ არის, როცა შედეგი იმედის გამართლებას ვერ ახერხებს.

ჩვენ ერთად ვქმნით იმ ისტორიას, რომელიც მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე.

მადლობა ყველას, ვინც დღესაც, გუშინაც და ხვალაც ჩვენს უკან დგას და იდგება.
წინ კიდევ დიდი გზაა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გამარჯვებებით გავაგრძელოთ.

თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდ ძალას გვაძლევს''.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 6-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, 5 დათმო. სანიოლის გუნდმა 7 გოლი გაიტანა, 15 გაუშვა.

პირველზე ესპანეთი 16 ქულით გავიდა, თურქეთმა 13 ქულით მეორე ადგილიზე დაიკავა, საქართველოსა და ბულგარეთის აქტივში 3-3 ქულაა. ესპანეთმა მუნდიალის საგზური მოიპოვა, თურქეთმა ფლეი-ოფში უნდა ითამაშოს, საქართველო და ბულგარეთი ამ ბრძოლას დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები