ჰაიტი, ერაყი, კიურასაო - მუნდიალის 42 მონაწილე უკვე ცნობილია
ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში კიდევ 11-მა ქვეყანამ გაინაღდა. ესენია - გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, საფრანგეთი, ხორვატია, ესპანეთი, ბელგია, შვეიცარია, შოტლანდია და ავსტრია.
ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 48 გუნდიდან 42-ის ვინაობა უკვე ცნობილია.
მასპინძლები: აშშ, მექსიკა, კანადა
ევროპა: ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, შოტლანდია, ესპანეთი, ავსტრია, ბელგია
პლეიოფში 16 ქვეყანა ითამაშებს, 20 ნოემბერს დაგეგმილი წილისყრის შედეგად ისინი ოთხ კალათაში გადანაწილდებიან.
პირველი კალათა: იტალია, დანია, თურქეთი, უკრაინა. მეორე კალათა: პოლონეთი, უელსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი. მესამე კალათა: ირლანდია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო. მეოთხე კალათა: რუმინეთი, შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია.
პირველი კალათის გუნდები მეოთხე კალათის გუნდებს შეხვხებიან. ნახევარფინალები 26 მარტს, ფინალები კი 30 მარტს გაიმართება.
აფრიკა: მაროკო, ტუნისი, ეგვიპტე, ალჟირი, განა, კაბო-ვერდე, სამხრეთ აფრიკა, სენეგალი, კოტ-დ’ივუარი
სამხრეთ ამერიკა: არგენტინა, ეკვადორი, კოლუმბია, ურუგვაი, ბრაზილია, პარაგვაი
ჩრდილოეთ ამერიკა: პანამა, კიურასაო, ჰაიტი
აზია: ირანი, უზბეკეთი, იორდანია, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია, კატარი, საუდის არაბეთი
ოკეანია: ახალი ზელანდია
ჯერჯერობით უცნობია მუნდიალის 6 მონაწილის ვინაობა. აქედან 4 საგზური ევროპულ პლეიოფში გათამაშდება, 2 კი კონფედერაციათაშორის პლეიოფში, სადაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბოლივია, ახალი კალედონია, ერაყი, იამაიკა და სურინამი ითამაშებენ.
ჯგუფური ეტაპის წილისყრა ვაშინგტონში 5 დეკემბერს გაიმართება.