ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

ბრინჯაო მსოფლიოზე - თიბილაშვილის მორიგი წარმატება

სამხრეთ კორეაში მიმდინარე პარაფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ნინა თიბილაშვილმა მოუტანა. ახალგაზრდა ქართველმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელი ნატალია მორკვიჩი დამაჯერებლად, პრობლემების გარეშე 15:7 დაამარცხა და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

პრესტიჟულ შეჯიბრებაზე თიბილაშვილის გარდა, საქართველოს სახელით ტრადიციულად გამოდიოდნენ ირმა ხეცურიანი და გვანცა ზადიშვილი, თუმცა სამწუხაროდ მათ ასპარეზობა ამჯერად მედლის გარეშე დაასრულეს. ხვალ, ჩვენი ქვეყნის ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში იფარიკავებს და ტურნირიც ამით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის  ნინა თიბილაშვილი ქართული პარასპორტის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენია, რადგან მას ერთბაშად ორ პარალიმპიურ თამაშებზე, 2021 წელს ტოკიოში და 2024 წელს პარიზში აქვს მედალი მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
11 მედალი 2 თვეში - ქართველი პარასპორტსმენების საოცარი სტარტი
11 მედალი 2 თვეში - ქართველი პარასპორტსმენების საოცარი სტარტი