სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

კარიერაში პირველად | სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველი ხმლით მოფარიკავე ფრანგ მეტოქეს, ჟან-ფილიპ პატრისს დაუპირისპირდა, მეტოქე 15:9 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად დაისაკუთრა.

ბაზაძისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს მესამე მედალი იყო. 2022 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2023 წელს ვერცხლს დაეუფლა. ქართველი მოფარიკავე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული.

ცნობისთვის, მერვედფინალში ბაზაძის მეტოქე მოჰამედ ამერი იყო, რომელიც 15:11 დაამარცხა. მანამდე, სანდროს მეტოქე ვილიამ მორილი იყო, რომელსაც 15:10 მოუგო. ნახევარფინალში ქართველი მოფარიკავე აჰმედ ჰეშამის დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 15:10 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგიერთმა ფეხბურთელმა მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა“ - კვირკველია ევროტურნირებზე
„ზოგიერთმა ფეხბურთელმა მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა“ - კვირკველია ევროტურნირებზე