სანდრო ბაზაძე, გიორგი ურუშაძე
Aa
Aa

ბაზაძე და ახალგაზრდები - ორი ისტორიული გამარჯვება

იტალიის ქალაქ პადოვაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები არც ჩემპიონი გამხდარა და არც საპრიზო ადგილზე არ გასულა, მაგრამ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს და ორ უძლიერეს მეტოქესთან ორი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან სანდრო ბაზაძესთან ერთად, 19 წლის ალექსანდრე თავართქილაძე და 17 წლის გიორგი ურუშაძე იცავდნენ, ტურნირი 1/16-ფინალურ ეტაპზე უზბეკეთის (45:38) დამარცხებით დაიწყო. მერვედფინალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ჩვენს გუნდს ყველა აუტსაიდერად მიიჩნევდა, თუმცა ქართველმა მოფარიკავეებმა საოცრება ჩაიდინეს და 45:44 გაიმარჯვეს. ჩემპიონობისთვის ბრძოლა საქართველოს ნაკრებმა მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ კორეასთან (37:45) წაგებით შეწყვიტა, რომელთან საბრძოლველადაც ძალები აღარ ეყო.

სამაგიეროდ, ქართველმა მოფარიკავეებმა კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მეშვიდე ადგილისთვის მატჩში მოგვიმზადეს, როდესაც ტურნირის მასპინძელს, მსოფლიოს ჩემპიონსა და რეიტინგის მეორე ნომერს იტალიას, 45:41 მოუგეს. აქ გამოსარჩევი იყო სანდრო ბაზაძის ბრწყინვალე პერფომანსი, რომელმაც იტალიელ პიეტრო ტორესთან ბრძოლაში 9 შესაძლებლობიდან გუნდს 8 ქულა მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ქართველი კახიანის შემდეგ - ბარბარე მებუკე შტატებში
მეორე ქართველი კახიანის შემდეგ - ბარბარე მებუკე შტატებში