15-წლიანი პაუზის შემდეგ - ურუშაძემ მარდალეიშვილს აჯობა
გიორგი ურუშაძე ჭაბუკ მოფარიკავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ბრაზილიის ქალაქ რიო დე-ჟანეიროში მიმდინარე ტურნირის პლეი ოფში 16 წლის ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ვენესუელელი, ბერძენი, სამხრეთ კორეელი, კანადელი და რუმინელი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში კი ამერიკელ აიდინ ძისთან წააგო.
ურუშაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, მიხეილ მარდალეიშვილის შემდეგ, რომელმაც კადეტთა მსოფლიოს პირველობაზე მედლის მოპოვება შეძლო. 2011 წლის მსოფლიოს პირველობაზე მარდალეიშვილი ურუშაძისგან განსხვავებით, შედარებით დაბალი სინჯის, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ცნობისათვის, ტურნირი 4-5 აპრილს რაპირით ფარიკაობით გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის სახელით მარიამ ნამგალაური, ლიზა თაყაიშვილი, ანანო ჯინჭარაძე, ელენე თურმანიძე, ანა ქუთათელაძე და ანდრია ყიფიანი გამოვლენ.