გიორგი ურუშაძე
Aa
Aa

ურუშაძის ისტორიული ჩემპიონობა - თბილისში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

გიორგი ურუშაძე საქართველოს ფარიკაობის ისტორიაში შევიდა - ის გახდა პირველი ქართველი მოფარიკავე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომელმაც კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. უნიკალურ შედეგს 16 წლის სპორტსმენმა თბილისში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე მიაღწია.

მეოთხედფინალში რუმინელი და ნახევარფინალში უნგრელი მეტოქეების ძლევის შემდეგ, ურუშაძე ფინალში თურქ იანდენიზ ბერაქს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა. გადამწყვეტი ქულის მოპოვება და ევროპის ჩემპიონობა გიორგიმ ქართველ მსოფლიოს ჩემპიონთან სანდრო ბაზაძესთან ერთად აღნიშნა, რომელიც თანამემამულეს მთელი შეჯიბრების მანძილზე გულშემატკივრობდა.

ცნობისათვის, კადეტთა და იუნიორ მოფარიკავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოს დედაქალაქში 20 თებერვალს დაიწყო და 27 თებერვალს დასრულდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო თასის წინ - ბაზაძემ ლიდერობა შეინარჩუნა
მსოფლიო თასის წინ - ბაზაძემ ლიდერობა შეინარჩუნა