ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

თიბილაშვილის და ხეცურიანის მედლები - ვერცხლი და ბრინჯაო მსოფლიო თასზე

ეტლით ფარიკაობაში წლის განმავლობაში მიმდინარე მსოფლიოს თასის სხვადასხვა ეტაპზე გამოსვლას ქართველი პარამოფარიკავეები უმედლოდ პრაქტიკულად არ ასრულებენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული შეჯიბრება გახლდათ, სადაც წარმატებას ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა მიაღწიეს.

პრესტიჟულ ტურნირში ორივე მათგანმა ხმლით ფარიკაობაში უმაღლეს დონეზე იასპარეზა და ნინა - ფინალამდე, ხოლო ირმა ნახევარფინალამდე მივიდა. თიბილაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა გამოცდილ პოლონელ პარასპორტსმენთან, კინგა დროჟთან ჩაატარა, 10:15 წააგო და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა. რაც შეეხება ხეცურიანს, მან ნახევარფინალი იტალიელ ანდრეა მოგოსთან დაძაბულ ბრძოლაში 13:15 დათმო და ავტომატურად ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წელი ქართველმა პარამოფარიკავეებმა ტრიუმფალურად დაიწყეს და ერთი თვის წინ, იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს ნაკრები, რომლის ღირსებასაც ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდნენ, გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია | პარაფარიკაობა
გვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია | პარაფარიკაობა