ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

მსოფლიოს თასის ჩემპიონები - პარამოფარიკავეთა ტრიუმფი პიზაში

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრებმა 2026 წელი ტრიუმფალურად დაიწყეს. იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ პარაფარიკაობის მსოფლიოს თასზე გამოსვლა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელებმა სამი სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულეს და რაც ყველაზე მთავარია, გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავეს.

გუნდური შეჯიბრების გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ტაილანდელები 30-19 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ჩვენი გუნდის ღირსებას სამი პარამოფარიკავე, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდა, რომელთაც მართლაც უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარეს.

ცნობისათვის, კიდევ ორი მედალი ინდივიდუალურ ასპარეზობებში მოვიპოვეთ - ნინა თიბილაშვილი ფინალში პოლონელ კინგა დროჟდასთან 14:15 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო გვანცა ზადიშვილმა ნახევარფინალში სწორედ თანამემამულე თიბილაშვილთან წააგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია | პარაფარიკაობა
გვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია | პარაფარიკაობა